უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განვიხილეთ

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განვიხილეთ

უშიშროების საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ დღის წესრიგში გათვალისწინებული ყველა საკითხი, განისაზღვრა შეიარაღებული ძალების რიცხვოვნობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 37 ათასით განისაზღვრა და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.

"უშიშროების საბჭოს სხდომა ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ მომავალი ნატო-ს სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის გეგმაზე, საკვანძო საკითხებზე. განვიხილეთ ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.