აკაკი მინაშვილსა და შალვა ოგბაიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

აკაკი მინაშვილსა და შალვა ოგბაიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძეს შორის ფიზიკური დაუპირისპირა მოხდა. ინციდენტი თბილისის საკრებულოს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მოხდა, როცა შალვა ოგბაიძე შენობას ტოვებდა.

ყოფილმა დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა ოგბაიძეს იმის დაკონკრეტება მოსთხოვა, დაუჭირა თუ არა მხარი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს.

"2003 წელს როგორი სახელმწიფო ჩავიბარეთ და თქვენ როგორი ჩაგაბარეთ? რა ეჭვების გამო წახვედი სამსახურიდან?", - მიმართა მინაშვილმა ოგბაიძეს. თავის მხრივ, ოგბაიძემ მინაშვილს უპასუხა - "უგულავა დადიოდა მოპარული მანქანით და ამიტომ". აღნიშნულ რეპლიკას მინაშვილსა და ოგბაიძეს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.