შევხვდებით “ქართულ ოცნებას”, მოვუსმენთ მათ მოსაზრებებს, ამავე დროს გავაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციურ ძალებთან

შევხვდებით “ქართულ ოცნებას”, მოვუსმენთ მათ მოსაზრებებს, ამავე დროს გავაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციურ ძალებთან

ჩვენ ცხადია, შევხვდებით “ქართულ ოცნებას”, მოვუსმენთ მათ მოსაზრებებს, ამავე დროს გავაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, - ამის შესახებ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, ვითარება ისეთია, რომ შეიძლება სერიოზული პოლიტიკური დიალოგი შედგეს და ამისთვის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის.

“ვეტოსთან დაკავშირებით, პოლიტიკურ საზოგადოებაში კონსენსუსი უკვე არსებობს. ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს “ქართული ოცნება”. შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განწყობილია იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით “ქართულ ოცნებას”, თუკი ამის სურვილი მათი მხრიდან იქნება, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი. ამავე დროს, გავაგრძელებთ დიალოგს ისევ ოპოზიციურ ძალებთანაც. კონსტიტუცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისათვის, რომ მზად ვართ ყველა ინსტრუმენტი და შანსი გამოვიყენოთ ამისთვის”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის შემდეგ.