საზღვარზე გადმოსვლის დროს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ცეცხლი უნდა გაეხსნა

საზღვარზე გადმოსვლის დროს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ცეცხლი უნდა გაეხსნა

საზღვარზე გადმოსვლის დროს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ცეცხლი უნდა გაეხსნა, - ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „აპოსტროფთან“ ინტერვიუში „უკრაინის მოხალისეობრივი არმიის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი იაროშმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ძალიან რბილად მოიქცა, რითაც სახიფათო პრეცედენტი შექმნა. „სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ საზღვრების დარღვევა არ დაუშვას. თუ საზღვრები დარღვეულია, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. რას ვიზამთ, თუ ახლა ხარკოვის ოლქში იანუკოვიჩი მოინდომებს საზღვარზე გადმოსვლას და იტყვის: „თუ სააკაშვილისთვის შეიძლება, მე რით ვარ ნაკლები?“... ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა იაროშმა.

იაროშის აღნიშულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. „მე არსად გავქცეულვარ, კიევში, საკუთარ ბინაში ვცხოვრობ და თუ შენ ასეთი მამაცი ხარ, შემდეგში, როდესაც მორიგი ინსტრუქციების მისაღბად უკრაინის უშიშროების სამსახურში მოხვალ, აქაც გამომიარე, მე ახლოს ვარ“, - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.