გიორგი ხატიძე: კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, არის ხარისხიანი დოკუმენტი

გიორგი ხატიძე: კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, არის ხარისხიანი დოკუმენტი

უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხატიძის განცხადებით, მიღებული კონსტიტუცია არის ხარისხიანი დოკუმენტი ყველა მიმართულებით და ის უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას.

"კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, არის ხარისხიანი დოკუმენტი ყველა მიმართულებით და ის უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. იგი უაღრესად დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მხრიდანაც. ამ ფონზე სპეკულირება ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდირებული საკითხებით არ არის სწორი პოლიტიკური სვლა და თუ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამის გამოყენებით საუბრობს ხარვეზებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მის იმიჯს აყენებს ზიანს", - განაცხადა ხატიძემ.

პარლამენტმა 26 სექტემბერს კონსტიტუცია მე-3 მოსმენით მიიღო.