საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  რეგულაციების გავლენის შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგულაციების გავლენის შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მნიშვნელობასა და მისი ინსტიტუციონალიზაციის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე, რომელიც  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა, მიღებული კანონმდებლობის ეფექტურ იმპლემენტაციასა და მის აღსრულებაზე ისაუბრეს.

დამსწრეთა განცხადებით, RIA-ს დანერგვის აუცილებლობა კიდევ უფრო გაზარდა ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესმა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ იმისთვის, რათა მიღებულმა კანონებმა მოქალაქეთა კეთილდღეობასა და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეუწყოს ხელი, სისტემური მიდგომა უნდა დაინერგოს, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობის მიღება ყველა ფაქტორის - მისი მოქალაქეთა ყოველდღიურობაზე გავლენის და მოსალოდნელი შედეგის საფუძვლიანი გათვალისწინებით მოხდება. ასევე, ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრო სექტორისა და ექსპერტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 „რეგულაციების გავლენის შეფასების" დანერგვა საქართველოში 2017 წელსაა დაგეგმილი და მასზე პასუხისმგებელი მთავრობის ადმინისტრაცია იქნება.