გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო ჯვრების, ზარების, ტაძრის კარის შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს

გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო ჯვრების, ზარების, ტაძრის კარის შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს

გასროლილი თითბრის ჰილზები, გადადნობის შედეგად, ტაძრის გუმბათის ჯვრების, ზარების და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად გამოიყენება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. მამა მიქაელი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის 5000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პრემიერის განკარგულებას.

როგორც პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, გასროლილი თითბრის ჰილზების გადასაცემად საპატრიარქოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს.

დეკანოზის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, აღნიშნულს კანონმდებლობა არ კრძალავს. 5 ტონა გასროლილი თითბრის ჰილზები მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის მეორედ ითხოვეს. პირველ ჯერზე გადამუშვების შემდეგ ტაძრის გუმბათის ჯვარი ჩამოისხა.

„ასეთი პრაქტიკა სხვა დროსაც გამოგვიყენებია, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთვის მიგვიმართია თხოვნით, განასროლი ჰილზების გადმოცემის თაობაზე. გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო შემდეგ ჯვრის, ზარების, ტაძრის კარის, შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს. მე მახსენდება, შემთხვევა, როდესაც ვარკეთილში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდებოდა, სამაჩაბლოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი ტაძრის მშენებლობაზე აქტიურობდა. მათაც რამდენჯერმე გადავეცით ეს მასალები. თავდაცვის სამინისტრო თავად იყო დაინტერესებული ამ ტაძრის კეთილმოწყობაში გამოყენებული ყოფილიყო ეს მეორადი პროდუქტი. ეს პრაქტიკა მანამდეც არსებობდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს“, – განაცხადა მამა მიქაელმა.