არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

თბილისის არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. არქიტექტურული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, განცხადება 15 ოქტომბრამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge უნდა გააგზავნონ.

კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა და შედეგად 30 სტაჟიორი შეირჩა. პროგრამის წარჩინებით გავლის შედეგად 14 ახალგაზრდა უკვე დასაქმდა არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45188?active=1