პრეზიდენტს შეუძლია შეხვდეს უმრავლესობას და ოპოზიციას, ეს შეხვედრა ერთად შედგება თუ ცალ-ცალკე, მათი გადასაწყვეტია

პრეზიდენტს შეუძლია შეხვდეს უმრავლესობას და ოპოზიციას, ეს შეხვედრა ერთად შედგება თუ ცალ-ცალკე, მათი გადასაწყვეტია

პრეზიდენტს შეუძლია შეხვდეს უმრავლესობას და ოპოზიციას, ეს შეხვედრა ერთად შედგება თუ ცალ-ცალკე, მათი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უმრავლესობის პრეზიდენტისადმი შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუკი შეხვდებიან და რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა უნდა გააგრძელოს ის პოზიცია, რაც მას ჰქონდა და ვეტოს დადება იქნება ლოგიკური. რაც შეეხება კონსულტაციებს პრეზიდენტს და უმრავლესობას შორის, რა თქმა უნდა, ჯობია იყოს კონსულტაციები და რაღაცაზე შეთანხმება, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკვე რამდენიმე წელია", - განაცხადა წერეთელმა.