ვლადიმერ პუტინი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტების საუბარი თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის ვაჭრობას, ინვესტიციებს, სამხედრო-ტექნიკურ საკითხებს და კულტურას შეეხება.

პუტინი და ერდოღანი მსხვილი საერთო პროექტების რეალიზაციასაც შეაფასებენ და რეგიონში, კერძოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში, უსაფრთხოების სფეროში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.