სოჭში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოჭიდან 60 კილომეტრში მდებარეობდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სოჭის სეისმოლოგიური სადგურის ხელმძღვანელმა ელენა კარპოვიჩმა განუცხადა.
„ლაზარევოს რაიონში 06:35 საათზე დაახლოებით 3-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. შემოვიდა რამდენიმე ზარი. ეპიცენტრი სოჭიდან 60 კილომეტრში, მთაში მდებარეობდა“, - განაცხადა კარპოვიჩმა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კრასნოდარის მხარის სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.