გამომძიებლები უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკაში შეიარაღებული ძალების არსენალის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის აფეთქების ოთხ ძირითად ვერსიაზე მუშაობენ, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.
„უკრაინის ცენტრალური რეგიონის სამხედრო პროკურორის ხელმძღვანელობით დაგეგმილია და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და დანაშაულის გახსნაზე მიმართული აუცილებელი ზომები. გამომძიებლები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის 4 ძირითად ვერსიაზე მუშაობენ“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
კონკრეტულად იმაზე, თუ რა ვერსიები განიხილება, გენერალურ პროკურატურაში არ საუბრობენ.