ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ

ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ

27 სექტემბერს, №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა. 

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პ/გ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარია ნჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.