საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება

საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება

ანგელა მერკელისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კანცლერის ოფიციალურ  ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

„გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღო. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილებოდა.

ამასთან, შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობასა და ასევე, რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  მხარდაჭერის თაობაზე",- ნათქვამია განცხადებაში.