დეპუტატის თქმით, კვირიკაშვილის და მერკელის შეხვედრა გერმანიის საქართველოთი დაინტერესებას გამოხატავს

დეპუტატის თქმით, კვირიკაშვილის და მერკელის შეხვედრა გერმანიის საქართველოთი დაინტერესებას გამოხატავს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცახდებით, პრემიერის გერმანიის კანცლერთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და ის გერმანიის საქართველოთი დაინტერესებას გამოხატავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ის, თუ როდის ტარდება შეხვედრა 2 უმაღლეს პირს შორის. გერმანიამ არჩევნები ახლახანს გაიარა და ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფოს პირველი მეთაურია, ვისთანაც გაიმართა შეხვედრა. ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი და გამომხატველი იმისა, როგორია, რაოდენ დიდია გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ. ასევე,  მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და იმ პროცესების მიმართ, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც გამოხატავს დინამიკურ და მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობას, რაც ჩვენ გერმანიასთან გვაქვს“, - განაცხადა ხულორდავამ „პირველთან“ საუბარში.

მისი თქმით, გერმანის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.

„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ვგულისხმობ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესსაც და ევრიოატლანტიკურ სტრუქტურის მიმართ საქართველოს მისწრაფებებსაც. ამ საკითხებში საქრთველოს წარმატება დიდწილად დამოკიდებულია გერმანიის პოზიციაზე. ასე რომ, ჩვენი ააქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა გერმანისათან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ტამარ ხულორდავამ.

დღეს, ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სეხვდა.