საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები: ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსუკლტაციების ანალიტიკური ცენტრი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ინიციატივით უახლოეს დღეებში განხორციელდება ქ.თბილისის მერობის კანდიდატების შეხვედრები სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან, რათა წარუდგინონ მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამები და გაუზიარონ ერთამნეთს თავიანთ ხედვები ქალაქის მრავალფეროვნების და განვითარების კუთხით.
რამოდენიმე კანდიდატმა უკვე გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა აღნიშნული შეხვედრისთვის, დანარჩენ კანდიდატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაესწროთ ზემოაღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორების პრეს-კონფერენციას, რომელიც გაიმართება ხვალ 28 სექტემბერს 11 საათზე პორტალ „კვირას“ პრეს კლუბში.
მის:ნუცუბიძის ქ. 14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული, I ოფისი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (995) 555 43 00 46
ელ-ფოსტა: vakvirdebi@gmail.com