კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის კანცლერის პრემიერთან  შეხვედრა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერაა

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის კანცლერის პრემიერთან შეხვედრა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საპარლამენტო თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ბუნდესთაგის არჩევნებიდან 3 დღეში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

„პირველთან“ საუბარში ქაცარავამ აღნიშნა, რომ ანგელა მერკელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ხედვა კვირიკაშვილის მთავრობის მისამართით.

 „საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებიდან სამ დღეში შეხვდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფაქტი მკაფიო გზავნილი და გამოხატულებაა იმის, რომ საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მთავარი მესიჯი კი რამდენიმე სიტყვით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ - მერკელის ამ გადაწყვეტილებით იგრძნობა ჩვენი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კურსის მკაფიო მხარდაჭერაა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.