საქართველოს პრემიერისა გერმანიის კანცლერის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერისა გერმანიის კანცლერის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავს.

ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში შეხვდა.