ევროკავშირის ქვეყნების ელჩები დღეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი სამიტის შესახებ იმსჯელებენ.
როგორც „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს, მოლაპარაკებები დღეს ბრიუსელში გაიმართება.
„დღეს ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე პირველ დისკუსიას ჩაატარებენ. ძალიან რთული მოლაპარაკებები ელით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებზე“, - წერს იოზვიაკი.