პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
"პრეზიდენტი ჩაება პოლიტიკურ თამაშში და გარკვეულ პლატფორმას იქმნის თავისთვის. როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური და კორექტული თვალსაზრისით, იგი გასცდა ყველა ფორმატს კონსტიტუციურსაც და ადამიანურსაც", - განაცხადა ვოლსკიმ.