ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებების გამო ფრენები გაუქმდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებების გამო ფრენები გაუქმდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან რამდენიმე რაკეტა აფეთქდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქვეყანაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩასვლიდან რამდენიმე ხანში, აეროდრომის სიახლოვეს სულ მცირე ორი რაკეტა ჩამოვარდა.

ავღანური მედიის ინფორმაციით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა ფრენა გაუქმებულია, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

პენტაგონის ხელმძღვანელი და ნატო-ს გენერალური მდივანი ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდნენ. ქაბულში ისინი მოლაპარაკებებს ქვეყნის ხელმძღანელობასთან გამართავენ.

ეს ავღანეთში აშშ-ს ახალი სტრატეგიის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში პენტაგონის ხელმძღვანელის და ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობას და სამხედრო ოპერაციების ჩატარების გეგმებს აღარ გაასაჯაროებს, ხოლო ამერიკული შეიარაღებული ძალები მთელ ყურადღებას ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლას დაუთმობენ.