მოძრაობა ”ერთობა - ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადოს.
გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა მესამე მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებას და აღნიშნა, რომ ეს არის კანონი, რომელიც მხოლოდ ”ქართული ოცნების” დეპუტატებს და მათ ”სულიერ ლიდერებს” მოსწონთ.
”სხვას ეს კანონი ამ ქვეყანაში არავის არ მოსწონს. კონსტიტუცია ქვეყნის ფუნდამენტია, რომელზეც დგას ქვეყნის სახელმწიფო. დღეს ”ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ეს ფუნდამენტი მოშალოს, მოანგრიოს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს. მე ვფიქრობ, ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ და ამის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა ვირბძოლოთ”, - განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.