გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, ბერლინში,  ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში  გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა  გაიმართება.

 შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები  საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.

ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

გიორგი კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში ხვდება.