სამი-ოთხი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა

სამი-ოთხი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა

სამი-ოთხი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკას, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით. 

როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, დღეს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. 

„სამი-ოთხი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება, რას ამბობენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მაგალითად, ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი მარგველაშვილი, ბაჩუკი ქარდავა. მაგრამ ყველას ეცოდინება, თუ რა კონსტიტუციის მიხედვით გვიწევს ჩვენ ცხოვრება და ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ის. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოგზავნილ დასკვნაში. მთავარი განსხვავება კი, მოქმედ კონსტიტუციასა და ახალ კონსტიტუციას შორის არის ის, რომ დღევანდელი კონსტიტუციით თავისუფლადაა შესაძლებელი ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ამის მიხედვით პრაქტიკულად ნულამდეა დასული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების რისკი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია.