Twitter დონალდ ტრამპის „ომის გამოცხადებად“ შეფასებულ პოსტს არ წაშლის

Twitter დონალდ ტრამპის „ომის გამოცხადებად“ შეფასებულ პოსტს არ წაშლის

Twitter-ის განცხადებით, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უკანასკნელი პოსტი, რომელსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, არ წაიშლება. 23 სექტემბერს ტრამპმა თავის ოფიციალურ Twitter-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „გავიგე, რომ ჩრდილოთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში სიტყვით გამოდის. თუკი იგი პატარა რაკეტა-კაცის აზრებს გაავრცელებს, ჩრდ. კორეა დიდხანს აღარ იარსებებს!“

პატარა რაკეტა-კაცში ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი იგულისხმა. აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ შემდეგი განცხადება გააკეთა: „მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყება გამოაცხადა, ჩვენ თავდაცვითი ზომების მიღების სრული უფლება გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია აშშ-ს ავიაგამანადგურებლების ჩამოგდება მაშინაც კი, როდესაც მათ ჩვენი ქვეყნის საზღრები ჯერ არ ექნებათ გადმოკვეთილი,“ განაცხადა მან.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს ჩრდ. კორეის წინააღმდეგ ომის დაწყება არ გამოუცხადებია. „ეს სრული აბსურდია,“ განაცხადა პრეს-მდივანმა, სარა სანდერსმა.

რაც შეეხება Twitter-ს, მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევდა, რომ ტრამპის პოსტი კომპანიის წესებს არ შეესებამებოდა, რომლის თანახმადაც, Twitter-ს შეუძლია ნებისმიერი პოსტის წაშლა, რომელიც რომელიმე მხარისადმი მუქარას შეიცავს. Twitter-ის მიხედვით, როდესაც კომპანია პოსტის ამოღებადს განიხილავს, იგი პოსტისადმი საზოგადოების ინტერესსაც განიხილავს. “ჩვენს ორიენტირს გამჭვირვალობა და ადამიანების ინფორმირებულობა წარმოადგენს. მათ უნდა იცოდნენ, რა ხდება სამყაროში,“ აღნიშნული იყო განცხადებაში.