უმრავლესობის სახელით ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი, თუმცა ამ შეთავაზებას ოპოზიციამ ულტიმატუმით უპასუხა

უმრავლესობის სახელით ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი, თუმცა ამ შეთავაზებას ოპოზიციამ ულტიმატუმით უპასუხა

უმრავლესობის სახელით ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი, თუმცა ამ შეთავაზებას ოპოზიციამ ულტიმატუმით უპასუხა. ეს არ არის ის, რაც დიალოგს და შეთანხმებას ხელს უწყობს, - ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც არის კარგი და პროგრესული. „საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არაერთი დასაბუთება და არგუმენტია გათვალისწინებული, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ოპოზიციასთან შემდგომ მოლაპარაკებებს, უმრავლესობის სახელით ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეთავაზება ოპოზიციასთან დიალოგზე, თუმცა ამ შეთავაზებას ოპოზციამ ულტიმატუმით უპასუხა. ეს არ არის ის, რაც დიალოგს და შეთანხმებას ხელს უწყობს. შესაბამისად, ოპოზიციას რჩება ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთადერთი სადავო საკითხი, ეს არის ვადა, თუ როდის შევა პროპორციული სისტემა ძალაში. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავა საქართველო. შესაბამისად, ეს საკითხიც გადაჭრილია. ოპოზიციას ერთადერთ სადავო საკითხად რჩება ვადები და არა თვითონ კონსტიტუცია, რადგან კონსტიტუცია არის კარგი და პროგრესული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.