თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.

თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს  გასხვისებული დიღმის ტყე-პარკიდან  ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა.