თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზრუნველყოფილი და განმტკიცებულია თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის, დემოკრატიული კონტროლის მაღალი სტანდარტი.
"კონსტიტუციის ახალი რედაქციით ერთი მხრივ უზრუნველყოფილი და განმტკიცებულია თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის, დემოკრატიული კონტროლის მაღალი სტანდარტი. მეორე მხრივ კი მაქსიმალურად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ეფექტურ, მოქნილ, ქვეყნისა და მოქალაქეების თავდაცვაზე ორიენტირებულ ძლიერ სისტემას აყალიბებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.