პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს.
პარლამენტის სხდომას ესწრებიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მთავრობიდან, სასამართლო ხელისუფლებიდან და არასამთვარობო ორგანიზაციებიდან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
”ეს იყო დაუღალავი შრომა. კომისიის თითოეულმა წევრმა თავისი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა”, - აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითარად პრინციპებზე საუბრობს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტს იმ რედაქციულ, ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ ცვლილებებს გააცნობს, რომელიც ორი მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციის პროექტში აისახება.