ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ერთპარტიული კონსტიტუციის შესახებ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ამ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცედურა იყო ხანგრძლივი, ჩართული იყო ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია, პოლიტიკური, პარტიული, ექსპერტების დონეზე. ეს არის ბრალდებები, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს.