მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით

მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით,  კონსტიტუციური პროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღებს, უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

,,მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რადგან საქართველოს დღეიდან ექნება ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია, რომელიც მართლაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, -განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოს მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მზადაა, ვეტოს დასაძლევად.

,,ნებისმიერ შემთხვევაში დავძლევთ ვეტოს და უზრუნველვყოფთ, რომ კონსტიტუციამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იმუშაოს“,  -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციურ პროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.