სერგო რატიანი:  ეს კონსტიტუცია დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს

სერგო რატიანი: ეს კონსტიტუცია დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება.

როგორც რატიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელისუფლებო ძალა ბოლო პერიოდში მარგინალურ ძალას დაემსგავსა.

“ქართული ოცნების“ გარდა ქვეყანაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება, რომელიც არ აფასებდეს ამ კონსტიტუციას, როგორც ქვეყნისთვის საზიანოს. ეს კონსტიტუცია გამოიწვევს დამანგრეველ შედეგებს.

ერთ მხარეს არის საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეორე მხარეს არის სახელისუფლებო ძალა, რომელიც თანდათანობით ხდება მარგინალური ძალა. ვფიქრობ, ეს მათთვის იქნება წითელი ხაზი, რომელიც იქნება საზიანო“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით კონსტიტუციური პროექტი უნდა დაამტკიცოს.