2018 წელს ქართველ ხალხს საჩუქარი უნდა გავუკეთოთ - საქართველოს არა „გრუზია“, არამედ „საქართველო“ უნდა ვუწოდოთ

2018 წელს ქართველ ხალხს საჩუქარი უნდა გავუკეთოთ - საქართველოს არა „გრუზია“, არამედ „საქართველო“ უნდა ვუწოდოთ

ლიტვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკეტისი 2018 წელს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საჩუქრის გაკეთების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა BALTNEWS.lt წერს.

პრანცკეტისი მიიჩნევს, რომ ლიტველებმა საქართველოს არა „გრუზია“, არამედ „საქართველო“ უნდა უწოდონ.

„ქართველებს არ უყვართ სიტყვა „გრუზია“, მათ „საქართველო“ უფრო მოსწონთ“, - აცხადებს პრანცკეტისი.

ლიტვის სეიმის სპიკერის თქმით, ამის შესახებ მას თბილისში რიგითმა მოქალაქეებმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ხოლო ვილნიუსში - ლიტვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ უთხრა.

პრანცკეტისის იდეას მხარი უკვე სეიმის რამდენიმე დეპუტატმაც დაუჭირა.