მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა “მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება ასპინძის გამგებლის მხრიდან, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ა/წ 30 აგვისტოს.
ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელის ლევან ცაბაძის მხრიდან, გამოყენებულ იქნა, თანამდებობრივი მდგომარეობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 88-ე მუხლით.
საქმის მასალები 22 სექტემბერს გადაიგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.