მე ვიცი, როგორ გავატარო რეფორმები, თუმცა, რა ვუყო პოპულისტებს, ეს უკრაინელებმა გადაწყვიტონ

მე ვიცი, როგორ გავატარო რეფორმები, თუმცა, რა ვუყო პოპულისტებს, ეს უკრაინელებმა გადაწყვიტონ

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის მთავრობის დღის წესრიგში არ არის. ამის შესახებ ვლადიმერ გროისმანმა YES-ის სამიტზე განაცხადა, როდესაც მოდერატორმა მას ჰკითხა, რას გააკეთებს უკრაინის მთავრობა, როდესაც სააკაშვილი კიევში დაბრუნდება.

„არაფერს გავაკეთებთ. არ ვიცი ასეთ შემთხვევებში რა უნდა გააკეთო. მე ვიცი, როგორ გავატარო რეფორმები, ავაგო გზები. თუმცა, რა ვუყო პოპულისტებს, ეს უკრაინელებმა გადაწყვიტონ“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც ოდესის გუბერნატორისგან, რაიმე ფუნდამენტური წარმატებები არ უნახავს.

„მე ვერ დავინახე ფუნდამენტური წარმატებები, როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო. მეც ასევე მაქვს იმედგაცრუება. თუმცა, მოქალაქეობის საკითხი მხოლოდ იურიდიულ სიბრტყეშია“, - დასძინა მან.