კიმ ჩენ ინი:  ჩვენი საბოლოო მიზანი აშშ-სთან სამხედრო ძალთა პარიტეტის მიღწევაა

კიმ ჩენ ინი: ჩვენი საბოლოო მიზანი აშშ-სთან სამხედრო ძალთა პარიტეტის მიღწევაა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, მისი ქვეყნის საბოლოო მიზანი აშშ-სთან სამხედრო ძალთა პარიტეტის მიღწევაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„ჩვენი საბოლოო მიზანი აშშ-სთან ძალთა რეალური პარიტეტის მიღწევაა“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ინჟინრებმა და მეცნიერებმა სარაკეტო ინდუსტრიის შემდგომ მოდერნიზებაზე უნდა იმუშაონ.

კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ წარმატებებს მიაღწია თავისი სარაკეტო პოტენციალის განვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანასთან მიმართებაში ათწლეულებია, რაც გაერო-ს სანქციები მოქმედებს.

გუშინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა. რაკეტამ იაპონიის კუნძულებს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, რაკეტის გაშვება ფხენიანიდან მოხდა. რაკეტამ 3,7 ათასი კილომეტრის მანძილი დაფარა.