მარიამ ჯაში  ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის  მეორე საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო

მარიამ ჯაში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეორე საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს მეორე საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციის თემას ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია წარმოადგენს.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის, ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციის გახსნას  ასევე ესწრებოდნენ  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები საქართველოდან,  აშშ –დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის. „კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს, მთელი საქართველოს მაშტაბით", -განაცხადა მარიამ ჯაშმა.