ბექა ნაცვლიშვილის ტერეზა მორეირას შეხვდა

ბექა ნაცვლიშვილის ტერეზა მორეირას შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის (UNCTAD), კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის ფილიალის ხელმძღვანელს, ტერეზა მორეირას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა  ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის წარმართვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდამჭერი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ, კონკურენციის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და იმ როლზე, რაც შესაბამის სააგენტოს უნდა ენიჭებოდეს.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავებულ „მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფონდი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს. ბექა ნაცვლიშვილმა, კომიტეტის სახელით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.