დიდუბის გამგეობამ 82 ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა

დიდუბის გამგეობამ 82 ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა

დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ 82 სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა.

 27 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 5 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, 4 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე, დომოფონის,სენსორული სანათისა და მეტალის კარის მონტაჟი. ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები 2 მისამართზე დასრულდა.

გარდა აღნიშნული სამუსაოებისა, მომზადდა შენობის გამაგრების 5 საპროექტო დოკუმენტაცია, 38 მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალების, წყალსაწრეტი მილებისა და შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დასაფინანსებლად დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 910 254 ლარი გამოიყო.

 სექტემბრის თვეში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში სულ 32 განცხადება შევიდა. განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.