ჩვენ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ტექსტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ჩვენ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ტექსტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ვენეციის კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარკერტმა განუცხადა, იმის თაობაზე, რომ ტექსტში ცვლილებები შევა, ქართული მხარისგან აქვს ინფორმაცია.

„როგორც ცნობილია, მესამე მოსმენისას კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი, თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ ტექსტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს“, - განაცხადა მარკერტმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას, რომელიც 22 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს, ტომას მარკერტის თქმით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„ჩვენი მოსაზრების პროექტს 22 სექტემბერს გამოვაქვეყნებთ. ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი დოკუმენტში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება მოხდეს“, - აღნიშნა ტომას მარკერტმა.