ტერეზა მეი ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს

ტერეზა მეი ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი რეგულარულად იღებს ინფორმაციას ლონდონის მეტროსადგურ Parsons Green-ზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ტერეზა მეი საგანგებო სიტუაციების კომიტეტის COBRA-ს სხდომას გამართავს.

ლონდონის პოლიციამ მეტროში მომხდარი აფეთქების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.