Sky News-ის ინფორმაციით, ლონდონში აფეთქებასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს

Sky News-ის ინფორმაციით, ლონდონში აფეთქებასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს

Sky News-ის კორესპონდენტის, მარკ უაიტის ინფორმაციით, ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ”ამჟამად იმ ადამიანის ან ადამიანების ძებნა მიმდინარეობს, ვინც მატარებელში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი“,- აცხადებს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაკავებებზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ მეტროსადგურ „პარსონს გრინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ის ფაქტი, რომ მოწყობილობა მთლიანად არ აფეთქდა და განადგურდა, ოფიცრებს საქმის გახსნას „საგრძნობლად“ გაუადვილებს.