ლონდონის პოლიციამ მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა

ლონდონის პოლიციამ მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა

ლონდონის პოლიციამ მეტროში მომხდარი აფეთქების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ლონდონის სანტრანსპორტო პოლიცია მუშაობდა, ახლა კი საქმეში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.