გიგა ბოკერია მთავრობას მიმართავს, პენსიის ოდენობის გაზრდის და საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით, ბიუროკრატიული ხარჯები შეამციროს

გიგა ბოკერია მთავრობას მიმართავს, პენსიის ოდენობის გაზრდის და საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით, ბიუროკრატიული ხარჯები შეამციროს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგა ბოკერია მთავრობას მიმართავს, პენსიის ოდენობის გაზრდის და საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს.

უმცირესობის სხდომაზე, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს, ბოკერიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართა კითხვით, ქვეყანას ძალიან რომ გაუჭირდეს, არის თუ არა მზად იმისთვის, 20%-ით ნაკლები შემოსავლით იმუშაოს და არის თუ არა მზად ამისთვის მთელი სახელმწიფო მანქანა.

”ქვეყანას უკვე ძალიან უჭირს და რატომ არ იხილავთ ამ ვარიანტს, მილიარდ შვიდას მილიონზე მეტია სახელფასო ხარჯი. ამის 20%-ით შემცირება ნიშნავს, პენსიის 50 ლარით გაზრდას და გადასახადების დაწევას ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც ქმნის დოვლათს და სამუშაო ადგილებს. რატომ არ იხილავთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების საკითხს?!” - მიმართა ბოკერიამ გიორგი კაკაურიძეს.

ამასთან, უმცირესობის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. მათ მინისტრი პარლამენტისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.