პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეებს შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები და დამხმარე პროფესიული ლიტერატურა გადასცეს.

შეხვედრას 186 კონსულტანტ-მასწავლებელი ესწრებოდა, რომელიც პროგრამაში გასულ წელს მონაწილეობდა და პორტფოლიოს წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ აგრძელებს საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლის სკოლებში სწავლებას.

პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, უკვე შერჩეულია ახალი მონაწილეები, რომლებიც სკოლებში, ტრენინგის წარმატების გავლის შემდეგ გადანაწილდებიან.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.