გიოს პირველი დღე სკოლაში

გიოს პირველი დღე სკოლაში

ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს  ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებენ. ძვირფასო ბავშვებო, დღეიდან თქვენთვის აქტიური, საპასუხისმგებლო და ამასთან ერთად, სასიამოვნო პერიოდი დგება.

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარი და ამისთვის საფუძვლის ჩაყრა სწორედ სკოლაში, პირველი დღიდანვე იწყება.

გისურვებთ, ნაყოფიერ სასწავლო წელსა და  ბედნიერ და წარმატებულ მომავალს, რაც, საქართველოს წარმატებების გარანტია იქნება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე