დავით საყვარელიძეს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეში ეჭვმიტანილობის ოქმი გადასცეს

დავით საყვარელიძეს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეში ეჭვმიტანილობის ოქმი გადასცეს

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეში ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი გადასცეს.

ამის შესახებ გამოცემა „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივანმა, მარიანა პოჩტარმა განაცხადა.

ლვოვის ოლქის პოლიციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები იმ რესტორანში მივიდნენ, სადაც დავით საყვარელიძე სადილობდა.

სამართალდამცველების განცხადებით, დავით საყვარელიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლის შედეგად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გარღვევა მოხდა, ასევე წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს.