სასაზღვრო პუნქტ „შეგინიში“ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატი და 1000-ზე მეტი ვაზნა ამოიღეს

სასაზღვრო პუნქტ „შეგინიში“ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატი და 1000-ზე მეტი ვაზნა ამოიღეს

სასაზღვრო პუნქტ „შეგინიში“ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა ავტომატი და ათასზე მეტი ვაზნა ამოიღეს.

ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ლვოვის ოლქის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„13 სექტემბერს პოლიციელებმა სასაზღვრო პუნქტ „შეგინიში“ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის საცხოვრებელ სახლში სანქცირებული ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და ათასზე მეტი ვაზნა - 790 ცალი 5,45-მილიმეტრიანი და 301 ცალი 7,62-მილიმეტრიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.