ლვოვის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ლვოვის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

უკრაინის ქალაქ ლვოვის რაიონულმა სასამართლომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. იმ შემთხვევაში თუ დაკავებული გირაოს გადაიხდის, ის გათავისუფლდება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა.

„წარდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლომ მამაკაცს 60-დღიანი პატიმრობა, 32 ათასი გრივნას ოდენობის გირაოს შეტანის უფლებით შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამაკაცი ბრალად უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანა), 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 293-ე მუხლით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება.