კონგრესმენმა სტივ ვომეკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო ქაცარავას უმასპინძლა.
შეხვედრისას, ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოხატა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო ქაცარავა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰალ როჯერს შეხვდნენ. კონგრესმენმა, ქართულ მხარეს სრულ მხარდაჭერა აღუთქვა. აღნიშნილი კომიტეტი სხვადასხვა ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების საკითხებს განიხილავს.
კონგრესმენებთან შეხვედრებს ქართული მხრიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ.